რუსთაველის გამზირზე აქცია ხმაურით მიმდინარეობს. საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს მოძრაობის ორმხრივად გადაკეტვის უფლებას არ აძლევს.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმეჯერ მოხდა დაპირისპირება, რისი მიზეზიც აქციის მონაწილეების მიერ გზის ორმხრივად გადაკეტვის მცდელობა გახდა. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან.
როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძირითადი მოთხოვნებია მაღაროელებისა და მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევა, საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, შრომის ინსპექციის სამმხრივი კონტროლის ქვეშ მოქცევა.
ipn.ge

No comments:
Post a Comment