Pages

Monday, May 22, 2017

საქართველოში პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

პირველად საქართველო ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენას „BUYBRAND Transcaucasia“ უმასპინძლებს. გამოფენა „აწარმოე საქართველოსა“და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში, 2-3 ივნისს გაიმართება. 
ღონისძიება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი მათ შორის: Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John’s, ფიტნეს-ცენტრების ქსელი FIT powered by X-BODY, Fit’n’Go, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO და Gemotest, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Best Western Hotels & Resorts და მრავალი სხვა.
ორდღიან გამოფენასთან ერთად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვლენ მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები, ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები.
imedinws.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment