Pages

Monday, May 29, 2017

უბედური შემთხვევა ქობულეთში

აღმაშენებლის ქუჩაზე, სანაპიროსთან ახლოს გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ადგილზე სამაშველოს და სასწრაფოს თანამშრომლები იმყოფებიან. მომხდარს ექსპერტ კრიმინალისტები იკვლევენ. თვითმხილველთა თქმით, შუახნის მამაკაცი ხეზე თოკით იყო ჩამოკიდებული. 
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
“INFO ქობულეთის” ინფორმაციით, გარდაცვლილი სასტუმრო “არმაზის” ერთ-ერთი მფლობელია. შეგახსენეთ, 2015 წლის 10 მაისს აღნიშნულ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. 
qobulet.com

No comments:

Post a Comment