Pages

Sunday, May 28, 2017

დონალდ ტრამპი ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ სპეციალურ შტაბს ქმნის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეციალური შტაბის შექმნას გეგმავს, რომელიც თეთრი სახლიდან ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის შესახებ გაზეთი Washington Post-ი ტრამპის გარემოცვაზე დაყრდნობით წერს.
გაზეთი წერს, რომ თეთრი სახლი გეგმავს უფრო აგრესიული მეთოდებით ებრძოლოს ადმინისტრაციის წევრებზე მამხილებელი მასალების გავრცელებას, მათ შორის პრეზიდენტის მრჩევლების და სიძის, ჯარედ კუშნერის რუსეთთან შესაძლო კონტაქტებთან დაკავშირებით.
Washington Post-ის ინფორმაციით, ასეთი შტაბის შექმნით, პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ცდილობენ რუსეთთან კავშირების შესახებ კრიზისი შეაჩერონ, რომელიც მათი აზრით, ტრამპის პრეზიდენტობას ემუქრება. გაზეთი ვარაუდს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი უფრო ხშირად შეხვდება მოსახლეობას, ისევე როგორც ამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს აკეთებდა. ასევე შესაძლოა, ახალი გეგმა აისახოს თეთრ სახლში ბრიფინგების გამართვის სიხშირეზეც.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment