Pages

Wednesday, May 17, 2017

არდაგანის ტბის კალაპოტის მოწესრიგება იწყება (ვიდეო)

არდაგანის ტბის კალაპოტის მოწესრიგება სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაიწყება. ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებული ტენდერის ვადა უკვე ამოიწურა, ადმინისტრაცია ახლა წარდგენილი განცხადებების შერჩევა შეფასების ეტაპზეა. გამარჯვებული კომპანია დღის ბოლოს გახდება ცნობილი. პროექტის თანახმად, ტბიდან შლამის და წყალმცენარეების ამოღებაა დაგეგმილი. ტბა სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება. სამუშაოებისთვის 190 000 ლარია გამოყოფილი. კუნძულზე კვების ობიექტის სამშენებლო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ირკვევა, რომ  ხიდს, რომელიც დიდთოვლობის დროს დაზიანდა კომპანია „ოქროს ლომი 2008“ აღადგენს.
tv25.ge

No comments:

Post a Comment