Pages

Thursday, May 18, 2017

პარლამენტმა სიგარეტის, ჩილიმის და ელექტრონული სიგარეტის ყველა დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის საკანონმდებლო ინიციატივა თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ცვლილებებს მხარი 85–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ ერთი წავიდა.

ცვლილებების პაკეტის თანახმად, 2018 წლიდან თამბაქოს კოლოფებზე აუცილებელი იქნება იმ დაავადებების ფოტოების დატანა, რომლებსაც მოწევა იწვევს.

ასევე, 2018 წლის პირველი მაისიდან ყველა დახურულ სივრცეში თამბაქოს ნაწარმის, ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება.

ამავე პერიოდიდან შევა ძალაში კიდევ ერთი შეზღუდვა: აიკრძალება ყველა სახის თამბაქოს ნაწარმის ნებისმიერი სახით რეკლამირება.

„ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ისეთი რეგულაციები, რომ გამოგვერიცხა თამბაქოს რეკლამის არასრულწლოვანებზე გავლენა და დაგვეცვა არამწეველები. 

ცხადია, სიგარეტის გაყიდვა არ იკრძალება და ვისაც უნდა ისევ გააგრძელებს მოწევას, მაგრამ ამით სხვა ადამიანების უფლებები არ უნდა შეიზღუდოს“ – აცხადებს გუგული მაღრაძე.
agora.ge

No comments:

Post a Comment