Pages

Thursday, May 25, 2017

სადახლოსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სადახლოსა და ყაზბეგის საბაჟო პუნქტებში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნტქში 135.36 გრამის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11,916.01 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 11,916.01 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
საქონლის  არადეკლარირებული ოქროს ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 22 მაისს, ყაზბეგის საბაჟოზეც. საქონლის (115.91 გრამი) საბაჟო ღირებულებამ 10,099.36 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10,099.36 ლარის ოდენობით შეეფარდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment