Pages

Wednesday, May 17, 2017

პრეზიდენტის შვილის მეგობარს თორნიკე კაჭარავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

პრეზიდენტის შვილის მეგობარს თორნიკე კაჭარავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თორნიკე კაჭარავას ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, კაჭარავას ბრალი წუხელ წაუყენეს. ჭკადუას ინფორმაციით, გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება. 

ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ კაჭარავასგან სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება ამოიღეს. კაჭარავას ბრალი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის მუხლით აქვს წაყენებული. ბრალის წაყენების შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

თორნიკე კაჭარავა 16 მაისს დააკავეს

ipn.ge 


No comments:

Post a Comment