სოფელ გლდანში ახალი საჯარო ბაგა-ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საბავშვო ბაღი 7 ჯგუფიანი იქნება და ის 250-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
,,მე ვულოცავ სოფელი გლდანის მოსახლეობას ამ მნიშვნელოვან სიახლეს. სოფელ გლდანში აქამდე საჯარო ბაგა-ბაღი არ არსებობდა და რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა. ოჯახებს ექნებათ საშუალება ბავშვი მიიყვანონ თბილისის ბაგა-ბაღში და მიიღონ ის გაუმჯობესებული სერვისი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ასევე აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს ბაღი ნასაგურისა და სოფელი დიღმის შემდეგ უკვე მესამეა თბილისთან შემოერთებულ ტერიტორიებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, სოფელ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ბორია ფირცხელიანი, თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, გლდანის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე და ადგილობრივი მოსახლეობა.
”დედაქალაქის მასშტაბით ამ დროისათვის 10 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და კიდევ 7 ახალ ლოკაციაზეა საბავშვო ბაღების მშენებლობა დაგეგმილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის სკოლამდელ განათლებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ipn.ge
No comments:
Post a Comment