Pages

Saturday, May 27, 2017

მუსლიმმა ღორისხორციანი პიცის გამო რესტორნების ქსელს უჩივლა

მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნში, მუსლიმმა მუჰამედ ბაზიმ, რესტორნების პოპულარულ ქსელ Little Caesars-ს ღორისხორციანი პიცის გაყიდვის გამო უჩივლა. ბიზის თქმით, შეფუთვაზე მითითებული იყო, რომ საკვები ჰალალურია (მუსლიმურად დაშვებული). ინფორმაციას ავრცლებს გამოცემა Detroit Free Press-ი.
მუჰამედ ბიზი, ქსელს გულგრილობასა და თაღლითობაში სდებს ბრალს და მისგან კომპენსაციის სახით 100 მილიონ დოლარს ითხოვს.
საჩივრის მიხედვით, 20 მარტს, ბაზი და მისი მეუღლე რესტორან Little Caesars-ის ჰალალურ პიცას მიირთმევდნენ, თუმცა მოგვიანებით შეამჩნიეს, რომ პეპერონი ღორისგან იყო დამზადებული.
Little Caesars-ის მენეჯერის თქმით, მათი საჩივარი საფუძველს მოკლებულია. არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ბაზი პიცერიის მენეჯერს ელაპარაკება და ეუბნება, რომ შეფუთვაზე ეტიკეტი "ჰალალი" დააწეროს. მუსლიმის ადვოკატი ამ ცნობას უარყოფს.
imedinews.ge

მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment