Pages

Tuesday, May 16, 2017

სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრა, სადაც ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიძრა. 

ისინი ამ წუთებში საპატრულო პოლიციის მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაკეთებულ კორდონთან იმყოფებიან. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა საპატრულო პოლიციას აქვს ჩაკეტილი.

როგორც მრევლის ნაწილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მათი სურვილია ლგბტ თემის მხარდამჭერებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცენ.

მრევლის და სასულიერო პირების დიდი ნაწილი პარლამენტთან რჩება. დაგეგმილია პარაკლისის გადახდა. ადგილზე დაბრძანებულია ხატი. იქვე გაიმართება ქართული მუსიკისა და ცეკვის კონცერტი.
ipn.ge

No comments:

Post a Comment