Pages

Wednesday, May 17, 2017

პროფილაქტიკის თანამშრომლის მკვლელობაში მსჯავრდებულს, როგორც ფსიქიურად დაავადებულს, მოსამართლემ სასჯელის შესაბამის დაწესებულებაში მოხდა დაუნიშნა

ვინაიდან ყიფშიძის ქუჩაზე ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული კონსტანტინე ლაშქარაშვილი ფსიქიურად დაავადებულია, მოსამართლემ მას სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე შესაბამის დაწესებულებაში დაუნიშნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გოჩა ქორაიამ განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენა შეკრებითობის პრინციპი.

”ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ გაითვალისწინა და კონსტანტინე ლაშქარაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ რამაზ მჭედლიშვილის განზრახ მკვლელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში, ცივი იარაღის ტარებაში, ასევე განაჩენს დაემატა ლაშქარაშვილის მიერ წინა დანაშაულის მოუხდელი ნაწილი და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობაში მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვინაიდან დღეის მდგომარეობით ლაშქარაშვილი ფსიქიურად დაავადებულია და მას არ შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი ქმედება, მოსამართლემ დაუნიშნა გამოჯანმრთელებამდე შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობა”, - განაცხადა ქორაიამ.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ ადვოკატებს.
ipn.ge

No comments:

Post a Comment