Pages

Wednesday, May 24, 2017

კონგოში დაკარგული სოსო ოსურაულის ახლობლები ახმეტაში აქციას მართავენ

კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაულის ოჯახის წევრები, თანასოფლელები და ახლობლები
ამ წუთებში ახმეტის სოფელ ქვემო ალვანში საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ოსურაულის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დღეს სპეციალური მიმართვაც შეიმუშავეს. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ და დაკავებული ქართველის ზუსტი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონგოში დატყვევებულ ქართველ მფრინავზე გაკეთდა განცხადება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილე ზვიად გონაძემ განაცხადა, სოსო ოსურაული, სავარაუდოდ, დაიღუპა. 
ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვეობაში 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ოსურაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.
ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ  დაადასტურა. თავდაცვის უწყების განცხადებით, ოსურაული შეიარაღებული ძალებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 2015 წლის მარტში წავიდა, კონგოდან მიღებული შეთავაზების გამო.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment