Pages

Wednesday, May 3, 2017

რომელ უნივერსიტეტში რამდენი სტუდენტი იღებს სახელმწიფო სტიპენდიას

ყველაზე მეტი სახელმწიფო სტიპენდიანტი სტუდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავს. ამ უნივერსიტეტში 2016-2017  წლის პირველ სემესტრში 733 სტუდენტი იღებდა სახელმწიფო სტიპენდიას. უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამავე დროს, სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით  ყველაზე მეტი, 18 327 სტუდენტი სწავლობს.

შემდეგ მოდის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც 16 450 სტუდენტიდან, 2016-2017  სასწავლო წლის პირველ სემესტრში, 658-მა სტუდენტმა აიღო სახელმწიფო სტიპენდია.

შემდეგია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქ 13 171 სტუდენტიდან, 2016-2017  სასწავლო წლის პირველ სემესტრში, 527-მა აიღო სტიპენდია.

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის #375-ე ბრძანების მიხედვით, რომელიც “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის N81 ბრძანებაში ცვლილებებს ეხება, სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა 2016-2017  სასწავლო წლის პირველ სემესტრში უნივერსიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება.

1.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 18 327 სტუდენტიდან 733 სტიპენდიანტი.

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 16 450 სტუდენტიდან 658 სტიპენდიანტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 13 171 სტუდენტიდან 527 სტიპენდიანტი.
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 7 573 სტუდენტიდან 303 სტიპენდიანტი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 4 948 სტუდენტიდან 198 სტიპენდიანტი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2 558 სტუდენტიდან 102 სტიპენდიანტი.
გორის სასწავლო უნივერსიტეტი. 1 475 სტუდენტიდან 59 სტიპენდიანტი.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნვერსიტეტი. 1 109 სტუდენტიდან 44 სტიპენდიანტი.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1 093 სტუდენტიდან 44 სტიპენდიანტი.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. 435 სტუდენტიდან 17 სტიპენდიანტი.
2016-2017  სასწავლო წლის პირველ სემესტრში, 67 139 უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე  სტუდენტიდან სახელმწიფო სტიპენდიით სულ დაფინანსდა 2 685  სტუდენტი. ერთ თვეში გაცემულმა სტიპენდიის რაოდენობამ კი  402 750  ლარი შეადგინა.

2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიცვალა სტიპენდიანტთა რიცხვი  უნივერსიტეტებში. შემცირდა სტუდენტთა რაოდენობა. თუ პირველ სემესტრში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე  67 139 სტუდენტი იყო, მათი რიცხვი მეორე სემესტრში 63 475-მდე შემცირდა. შემცირდა ასევე სტიპენდიანტთა რაოდენობაც, 2 685 -ის ნაცვლად  მეორე სემესტრში სულ 2 539 სტუდენტი დაფინანსდა.

მეორე სემესტრში დაფინანსებული სტუდენტთა რიცხვი პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების მიხედვით ასე გამოიუყურება:

1.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 17 300 სტუდენტიდან 692  სტიპენდიანტი.

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 15 446 სტუდენტიდან 618 სტიპენდიანტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 12 446 სტუდენტიდან 498 სტიპენდიანტი.
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 7 013 სტუდენტიდან 281 სტიპენდიანტი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 4 882 სტუდენტიდან 195 სტიპენდიანტი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2 424 სტუდენტიდან 97 სტიპენდიანტი.
გორის სასწავლო უნივერსიტეტი. 1 397 სტუდენტიდან 56 სტიპენდიანტი.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნვერსიტეტი. 1 076 სტუდენტიდან 43 სტიპენდიანტი.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1 031 სტუდენტიდან 41 სტიპენდიანტი.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. 460 სტუდენტიდან 18 სტიპენდიანტი.
2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრში თითქმის ყველა უნივერსიტეტში შემცირდა როგორც სტუდენტთა რიცხვი, ასევე სტიპენდიანთა რაოდენობა. გამონაკლისია, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, სადაც 435-დან 460-მდე  გაიზარდა  აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე  სტუდენტთა რაოდენობა. ასევე 17-დან 18-მდე გაიზარდა სტიპენდიანტთა რიცხვიც.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment