Pages

Thursday, May 4, 2017

გიორგი აბდალაძე - ზურაბ ქურციკიძე თავის ჩამოხრჩობას აპირებდა

ზურაბ ქურციკიძე თავის ჩამოხრჩობას აპირებდა, და ვუთხარი, არ ქნამეთქი, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.
 მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირაკლი და ნათია გედენიძეებს "დანაშაული" აღიარებინეს და ზეწოლა მასზე და ქურციკიძეზე გაგრძელდა.
 "სასამართლოში როცა წაგვიყვანეს, განადგურებული ირაკლი გედენიძე ვნახე. მანამდე მოდულში ადვოკატმა მითხრა, რომ გედენიძეებმა წარდგენილი ბრალი აღიარეს. მივხვდი რაშიც იყო საქმე. მახსოვს, ზურამ მანიშნა ხელით რაღაც, მივხვდი რომ თავის ჩამოხრჩობას აპირებდა. ვანიშნე არ ქნამეთქი, ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად უნდა ვიბრძოლოთქო", - განაცხადა აბდალაძემ. 
მოწმემ გლდანის ციხეში ციხის დირექტორისგან მუქარაზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ეუბნებოდა, რომ ციხიდან მისი ბრალდების მუხლით, ცოცხალი ვერავინ გადისო.
 აბდალაძემ ასეცე ისაუბრა ე.წ. ციხის რეჟიმის უფროსის, ვიქტორ ყაჭეიშვილის ქმედებებზე, რომელმაც საკნიდან გაიყვანა და ემუქრებოდა, რომ თუ კი შიმშილობას არ შეწყვეტდა, პატიმრებს გააუპატიურებინებდა და მათთან ერთად ჩასვამდა ციხეში.
ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ნათია და ირაკლი გედენიძეები, ასევე ზურაბ ქურციკიძე უკვე დაიკითხნენ. 
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი ​ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წელს დააკავა. საუბარია 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეებისა და გია აბდალაძის დაკავების საქმეზე. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. 
1tv.ge

No comments:

Post a Comment