Pages

Tuesday, May 30, 2017

უდიდესი საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისგან ხალხს

რვა მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს. როგორც ფონდის მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეძლებენ. „„თაბორის" პროექტთან დაკავშრებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იგივე პირობებით დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია "ფინსერვისის" კუთვნილებაში არსებული 10 ჰექტარი ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად. ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის, განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2,266,500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას. 8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არა თუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებულ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა. განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით. წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა (8) პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი. შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხორციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2,500 ადამიანი. პროექტების ჩამონათვალი: 1.სასტუმრო შეკვეთილი ინვესტიციის მოცულობა 75 მილიონი აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2016 წელს 2. I სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2017 წელს 3. II სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2019 წელს 4.სასტუმრო თავისუფლების მოედანი ინვესტიციის მოცულობა 90 მილიონი აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2018 წელს 5.თაბორის პროექტი ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2018 წელს 6.სასტუმრო განმუხური ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2018 წელს 7.სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "მაგნოლია" ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონი აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2019 წელს 8.სასტუმრო "სოლოლაკი" ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონი აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2019 წელს“, - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
http://timesnews.ge/

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment