"ამერიკის სკოლებში ბავშვების პროგრესის საზომი ტესტები აქვთ, წელიწადში სამჯერ მგონი... ერთხელ ჩვენი ელენე გაკვირვებული მოვიდა სკოლიდან. მასწავლებელმა თურმე ყველაზე მეტად ის მოსწავლე შეაქო, რომელმაც კლასში ყველაზე დაბალი ქულა მიიღო ტესტში. გამიკვირდა (საბჭოთა "ვინ გვარცხვენს" დაფებს მიჩვეულს), ჩავეძიე და გამოირკვა, რომ იმ ბავშვმა თურმე ყველაზე მეტი პროგრესი გააკეთა თავის წინა შედეგთან შედარებით, ამიტომაც მიიღო ყველაზე მეტი შექება!
ეს მგონი მე-3 კლასში იყო. ამ ასაკიდან აჩვევენ წარმატების პირად ზრდასთან ასოცირებას..."
No comments:
Post a Comment