Pages

Monday, May 15, 2017

ის ცოცხალ ბავშვებს კუბოში აწვენდა, ნაგავში ყრიდა და ნობელის პრემიაზე წარადგინეს(+ ვიდეო)

2007 წლამდე ცოტა ვინმეს თუ გაეგონა ირენ სენდლერის სახელი. მისი ცხოვრების ისტორია ნამდვილად იმსახურებს, რომ ყველა იცნობდეს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: რამდენიმე გოგონა აკეთებდა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ პროექტს, სადაც ერთ-ერთ არქივში შეხვდათ მისი გვარი. გოგონები გაოგნებულნი დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
აღმოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გეტოს კლანჭებიდან 2500 ბავშვი გამოგლიჯა.

იმ დროს ირენა პოლონეთის იატაკქვეშა ორგანიზაციის-"ზეგოტა"-ს(ებრაელების დახმარების საბჭო) წევრი იყო. როცა გეტოში აღარ უშვებდნენ არავის, ვინც ებრაელი არ იქნებოდა, ირენამ პოლონეთის მთავრობის დახმარებით, თავისთვის და მეგობრისთვის გააკეთა საშვი ეპიდემიოლოგიური კონტროლის დეპარტამენტიდან. საშვის საშუალებით ქალებს მშვიდად შეეძლოთ გეტოს ტერიტორიაზე გადაადგილება და იქ მცხოვრები ხალხის დახმარება. არც თუ იშვიათად, მათ შეჰქონდათ საკვები და მედიკამენტები, მაგრამ რაც მთავარია, იქიდან გამოჰყავდათ ბავშვები. ამისათვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ: ბავშვები გაჰყავდათ ნაგვის პარკებით, ხანდახან ყრიდნენ ღობის მიღმა, გაჰყავდათ კანალიზაციის დახმარებით. ახალშობილებს ირენა თავის ხელსაწყოების ჩანთაში აწვენდა, ხოლო შედარებით უფროსებს სატვირთო მანქანის "ბრეზენტის" ქვეშ მალავდა. მას ყოვეთვის დაჰყავდა თან ძაღლი, რომელიც გაწვრთნილი ჰყავდა ისე, რომ გერმანელი მცველების დანახვაზე ყეფას ტეხდა. მისი ყეფა ეხმარებოდა გადაფარულიყო ბავშვების ტირილი ან ხმაური. ზოგჯერ ირენი მოისყიდიდა ხოლმე მცველებს, რაც ცოტათი მაინც უიოლებდა მძიმე სამუშაოს. სენდლერი იწერდა ბავშვების სახელებს იმ იმედით, რომ მოგვიანებით შეძლებოდა მათი ოჯახთან დაკავშირება. ასეთ ქაღალდებს ქილაში დებდა და ბაღში ფლავდა. რაღაც დროის მერე კიდევაც აღმოაჩინეს... ეს იყო 2 500 ბავშვი.

intermedia.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment