საჯარო სკოლისა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობას კანონი
არეგულირებს, კერძო სკოლასთან მიმართებაში კი სასულიერო პირები სრულიად
თავისუფალნი არიან. შედეგად, არა ერთ კომერციულ სკოლაში ბავშვები სასწავლო
დღეს ლოცვით იწყებენ, საგაკვეთილო საათებში ჯგუფურად დადიან ზიარებაზე,
საკლასო ოთახებში წერენ აღსარებებს და იქვე აგროვებენ ფულს შესაწირად.
არსებული 226 კერძო სკოლიდან რელიგიური სკოლის სახელს მხოლოდ 42 ატარებს ანუ დაფუძნებულია საპატრიარქოს მიერ, ეკლესიის მიერ ან სახელწოდებაში მოიცავს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კუთვნილებას ან ხაზგასმას.
დანარჩენი სკოლები ერთი შეხედვით სეკულარულია ანუ სარწმუნოების თავისუფლებას ემხრობა. თუმცა ეს მხოლოდ ფორმალურად. არაერთი შემთხვევაა, როცა მშობლები შუა სასწავლო წელს იგებენ, რომ ბავშვები ჯგუფურად მიჰყავთ ზიარებაზე.
როგორც წესი, შეთავაზება ნებაყოფლობითია. მშობლების უმეტესობა მოხიბლულია კერძო სკოლების ამ მომსახურებით. სოციალურ ქსელშიც თამამად წერენ ამის შესახებ. “რა შავდება სკოლაშიც თუ ილოცებენ ბავშვები?” ; “რატომ არის პრობლემა სკოლაში თუ იქადაგებს მამაო?” ; “არ მესმის, რატომ არ უნდა მიხაროდეს თუ ზიარებაზე მიყავს სკოლას ბავშვები?”
განსხვავებული მოსაზრება მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. თუმცა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ხმამაღალ პროტესტს არ გამოთქვამენ. მათი ინფორმაციით, ბავშვები რომლებიც მშობლების სურვილით, არ ეზიარებიან, თანაკლასელების მხრიდან გაკიცხვის, დაცინვის, ბულინგის სუბიექტები ხდებიან. საბოლოო ჯამში, შესაძლოა ბავშვი თითით საჩვენებელი გახდეს, რაც იწვევს მის გაუცხოებას, უარყოფითად მოქმედებს მოტივაციაზე, ამცირებს თვითშეფასებას, ეს აისახება არა მხოლოდ ბავშვის ხასიათზე, არამედ მის სწავლაზე, შედეგებზე, წარმატებაზე. მშობლები ამბობენ, რომ სკოლების დირექციამ მათი პრობლემის შესახებ იცის, თუმცა უმრავლესობის დაკვეთას ასრულებს და უმცირესობის ინტერესებს არ ითვალისწინებს. პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინო დაწყებით კლასებშია – რაკიღა ბავშვს ამ ასაკში არ შესწევს სათანადო უნარი შეაფასოს და იმსჯელოს რელიგიურ საკითხებზე, არც მშობლის არგუმენტები ესმის და ვერც სკოლის გადაწყვეტილებას იაზრებს.
სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, რომ სკოლაში უნდა არსებობდეს ტოლერანტული და მეგობრული გარემო. ბავშვის რელიგიის თავისუფლებასთან ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, სკოლა ვალდებულია გადაწყვეტილება შეუთანხმოს მშობელს, რადგან სკოლის სწავლება თანხვედრაში უნდა იყოს მშობლის რელიგიურ შეხედულებებთან. სახალხო დამცველის აპარატი მზადყოფნას გამოთქვამს, შეისწავლოს ნებისმიერი რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტი, მათ შორის ანონიმურად დაწერილი საჩივრის საფუძველზე.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სახალხო დამცველის მანდატი ვრცელდება კერძო სექტორზეც. თუ დავა ეხება სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს. კანონის მე-8 მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, და უნდა წარადგინოს შესაბამისი მასალები.
„შესაბამისად, თუ განცხადება ეხება კონკრეტული სუბიექტის უფლების დარღვევას და სავარაუდო დისკრიმინაციას, აუცილებელია ფაქტების მითითება და მსხვერპლის დასახელება, რათა შესაძლებელი იყოს ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა. თუ, მსხვერპლს არ სურს ვინაობის გამხელა მოპასუხისთვის, აპარატი იცავს განმცხადებლის ანონიმურობას. თუ ანონიმური განცხადება ეხება ზოგადად დისკრიმინაციულ პრაქტიკას (მაგალითად, სკოლის შენობაში განთვასებული რელიგიური სახის ატრიბუტიკა ან დისკრიმინაიცული შინაარსის შემცველი სახელმძღვანელო, საგანი, რომლის სილაბუსიც მოიცავს დისკრიმინაციის ასპექტებს), რომლის მსხვერპლი შეიძლება იყოს ყველა ბავშვი და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა შესაძლებელია კონკრეტული მსხვერპლის მითითების გარეშე, აპარატი შეისწავლის ასეთ განცხადებას“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს სახალხო დამცველის აპარატში.
კერძო სკოლების მიერ ბავშვების რელიგიურ რიტუალებში ჩართვას კიდევ უფრო ფრთხილად ეკიდებიან უფლებადამცველები. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი ანა აბაშიძე საგაკვეთილო საათებში მოსწავლეების რელიგიურ რიტუალებში ჩართვაში ბავშვის ინტერესებს ვერ ხედავს. მისი თქმით, არავის, მათ შორის არც მშობელს აქვს უფლება აიძულოს ბავშვი.
„ზოგადად რელიგიის, მრწამსის, აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპთან მიმართებაში არის მნიშვნელოვანი ბავშვის ინტერესები. მშობელს უფლება აქვს ბავშვი აღზარდოს ტრადიციების, რელიგიის, შეხედულებების მიხედვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ნება ჩაანაცვლოს და აიძულოს გარკვეულ რიტუალებში მონაწილეობა. არამედ მშობლის უფლებები შემოისაზღვრება იმგვარად, რომ მას აქვს უფლება მიმართულებები მისცეს ბავშვს, უხელმძღვანელოს რჩევებით და მიმართულებებით რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ სწორად და არა ისე, თითქოს, რადგან ბავშვის შემთხვევაში მშობელი თანახმაა, მთავარია მისი თანხმობა – ეს არ არის სწორი. ბავშვს უნდა ქონდეს ინფორმაცია, რაში ჩართულობას სთავაზობენ და მნიშვნელოვანია, გამოხატავს თუ არა სურვილს. ცხადია, უამრავი მეთოდოლოგია არსებობს ბავშვის ნების დადგენის და გადაწყვეტილებებში ჩართულობის“, – აცხადებს ანა აბაშიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
კერძო სკოლების ნაწილი ეკლესიის ფუნქციას რომ ითავსებს, არა მხოლოდ სხვა რელიგიის წარმომადგენლების გულისწყრომას იწვევს, არამედ განხეთქილება შეაქვს მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორისაც. განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ მრავალფეროვნება არსებობს არა მხოლოდ რელიგიებში, არამედ რელიგიის შიგნითაც. მართლმადიდებლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ როგორ მისდევენ რელიგიას.
„ცხადია, არის სკოლები, სადაც ეს პირდაპირ გაცხადებულია, აქ ნაკლებ პრობლემას ვხედავ. როდესაც მშობელმა იცის, რომ რელიგურ სკოლაში შეყავს ბავშვი, ცხადია იქ იგულისმება მისი რელიგიური აღზრდაც. მაგრამ, როდესაც მშობელს პირობას აძლევენ, რომ მისი შვილი იქნება სეკულარულ გარემოში, მრვალმხრივ აღზრდიან და არის ინიციატივები, რაც მის ცალმხრივ აღზრდას ემსახურება, შეიძლება ეს ეწინააღმდეგებოდეს მშობლის ინტერესებს და მსოფლმხედველობას. გააჩნია როგორ წარმოუდგენია მშობელს თავისი შვილის აღზრდა. ეს საფრთხე არსებობს საჯარო სკოლაშიც, თუმცა შეზღუდვები მეტი აქვს საჯარო სკოლას. კერძო სკოლის შემთხვევაში პრობლემას აჩენს ხოლმე ბიზნეს ინტერესები. როდესაც სკოლის მფლობელისთვის მნიშვნელოვანია შემოსავლები, ის ცდილობს უმრავლესობის სურვილები დააკმაყოფილოს და ხშირად უგულვებელყოფს უმცირესობის ინტერესებს, რომლის წასვლა სკოლიდან ფინანსურად იმხელა დანაკლისი არ არის. აქედან გამომდინარე, შეიძლება უმრავლესობის მსოფლმხედველობა თავს მოახვიოს ბავშვს სასწავლო პროცესის, თუნდაც რელიგიური კონიუნქტურის მიხედვით მოწყობის თვალსაზრისით.
მე მგონია, რომ რელიგიის ადგილი არ არის ჩვეულებრივ სკოლაში, მაგრამ მეორეს მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ თუ იქნება რელიგიური სკოლები. ამის შეზღუდვა არაფერს კარგს არ მოიტანს“, – აცხადებს EDU.ARIS.GE–ს სიმონ ჯანაშია.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში არსებული შეზღუდვის მიუხედავად რელიგიური სიმბოლიკა არასაგანმანათლებლო მიზნებით არა ერთ საჯარო სკოლაში გამოიყენება. თუმცა სახელმწიფო შეზღუდვების აღსრულებას ვერ ახერხებს. ამ ფონზე, კერძო სკოლებში იგივე პრობლემის მოგვარება განათლების სამინისტროს დღის წესრიგში არ დგას.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებისა, სულ ცოტა ხნის წინ აღდგომის დღესასწაული საქართველოს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სპეციალური ღონისძიებით აღნიშნეს. კერძოდ, სააღდგომო პასკების, წითელი კვერცხებისა და ანთებული სანთლების ფონზე, მოსწავლეებმა ერთ-ერთ საკლასო ოთახში ლოცვა წაიკითხეს და შემდეგ დღესასწაული იზეიმეს. სკოლის ადმინისტრაციამ კი ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა მოგვაინებით სკოლის „facebook“-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
საგანი “მე და საზოგადოება” და იწილო-ბიწილო
„აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება“ – თამარ სანიკიძე
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
edu.aris.ge

No comments:
Post a Comment