Pages

Wednesday, May 24, 2017

ფილიპინებზე ტერორისტებმა კათოლიკე მღვდელი და მრევლი მძევლად აიყვანეს

„ისლამურ სახლემწიფოსთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა, ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე, ქალაქ მარავიში კათოლიკე მღვდელი და 10 მოქალაქე მძევლად აიყვანეს. The Independent-ს ცნობით, ისლამისტები მათთან მებრძოლი სამთავრობო ძალების უკან დახევას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების მოკვლით იმუქრებიან.
22 მაისს ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ტერორისტების მასშტაბური შეტევის გამო მინდანაოს პროვინციაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ამის გამო რუსეთში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. „თუკი საჭირო იქნება, სამხედრო მდგომარეობა ერთ წელს გაგრძელდება. სახლში ვბრუნდები და ამ პრობლემას მოვაგვარებ“, - განაცხადა დუტერტემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.
ფილიპინების სამხრეთ კუნძულებზე რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს. ერთ-ერთი მათგანია „აბუ საიაფი“, რომელიც ბინ ლადენმა შექმნა. ეს ორგანიზაცია ცნობილია გამოძალვით, ხალხის გატაცებით, აფეთქებებით და მკვლელობებით. ცოტა ხნის წინ „აბუ საიაფი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment