Pages

Monday, May 15, 2017

შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი გამოკითხვის თანახმად, წინა კვლევებთან შედარებით, შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს.

კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას"?, 2017 წლის აპრილში 60% პასუხობს დადებითად (ძალიან კარგად - 14%, კარგად - 46%). გამოკითხულთა 23% ეკლესიის საქმიანობას "საშუალოდ" აფასებს, ხოლო 6% - ცუდად.
2016 წლის მარტში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად 72% აფასებდა (ძალიან კარგად - 32%, კარგად - 40%), ხოლო 2015 წლის აპრილში - 75% (ძალიან კარგად - 43%, კარგად - 32%).
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.  
tabula.ge

No comments:

Post a Comment