Pages

Thursday, May 18, 2017

ევროკომისიამ Facebook-ი 110 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ Facebook-ს 110 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა და აღნიშნულის მიზეზად WhatsApp-ის შეძენასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ევროპის კომისიამ Facebook-ი 110 მილიონი ევროთი დააჯარიმა ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რაც WhatsApp-ის შეძენას ეხებოდა“- წერია ევროკომისიის რელიზში.
ოფიციალური გამოძიება სოციალური ქსელის წინააღმდეგ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ევროკომისიის ცნობით, Facebook-ს ორი სხვადასხვა დარღვევა ჰქონდა - WhatsApp-ის შერწყმასთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია და კომისიის მოთხოვნაზე საპასუხო არასწორი ინფორმაცია.
მსგავსი გამოძიების ფარგლებში ევროკომისიას აქვს უფლება კომპანია, მისი წლიური მოგების 1% თანხით დააჯარიმოს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment