ტექნიკის დისტრიბუტორი მაღაზია IPlus სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ მაღაზიის კლიენტი კარის მინას ეჯახება.
IPlus -ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი ქუჩაში იმის გამო გაიქცა, რომ „სიტი პარკს" მისი მანქანა გადაჰყავდა.
„ჩვენი მომხმარებელი მძიმედ დაჭრილია!
როგორც ხედავთ, ის ჩვენი მაღაზიის შუშის ვიტრინას დაეჯახა, მიზეზი კი "სითი პარკი" იყო!
როგორც ხედავთ, ის ჩვენი მაღაზიის შუშის ვიტრინას დაეჯახა, მიზეზი კი "სითი პარკი" იყო!
მომხარებლის მანქანა "სითი პარკს" მიყავდა, შენიშნა თუ არა აღნიშნული ჩვენმა მომხმარებელმა, იძულებული გახდა მაქსიმალურად სწრაფად გაქცეულიყო იმისთვის, რომ "სითი პარკს მანქანა" არ წაეყვანა. სამწუხაროდ, შედეგსაც ვხედავთ.
ღრმა ჭრილობები და მძიმე მდგომარეობა, ეს შედეგი გამოიღო "სითი პარკის" თავზეხელაღებულმა ქმედებებმა!
აი კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა გაუქმდეს "სითი პარკი"!" - ნათქვამია IPlus-ის წერილში.
sazogadoeba.ge
No comments:
Post a Comment