Pages

Sunday, May 21, 2017

ახალი თანამგზავრი კოსმოსიდან თვითმფრინავებს Wi-Fi-ით უზრუნველყოფს

ამერიკული კერძო კომპანია SpaceX-ის საკუთრებაში არსებულმა ხომალდმზიდმა Falcon 9-მ, ორბიტაზე გაიყვანა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი, რომელიც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს საჰაერო და საზღვაო ხომალდებს. ინფორმაცია bm.ge ავრცელებს.
თანამგზავრი Boeing-ის მიერ არის დამზადებული და 6 ტონაზე მეტს იწონის. ამ დროისთვისთვის, ის ყველაზე მძიმე ტვირთია, რომელიც Falcon 9-მ ორბიტაზე გაიყვანა.
4 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX 2019 წელს კოსმოსში 4,425 თანამგზავრს გაუშვებს, რათა მთელ მსოფლიოს უმაღლესი ხარისხის ინტერნეტი მიაწოდოს. ამ დავალების შესასრულებლად SpaceX რაკეტა Falcon 9-ს გამოიყენებს. ამით შემცირდება ხარჯები და აპარატის განთავსება 1325 კილომეტრ სიმაღლეზე უფრო ადვილი იქნება. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment