ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "წითელი ჯვრის" მისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე თბილისის კლინიკებში 120 ოსი პაციენტია გადაყვანილი, 2016 წელს კი, 200 -ზე მეტი მიმართვა იყო. მისი თქმით, პაციენტების თბილისში გადასაყვანად 4 საათია სააჭირო. "წითელი ჯვრის" მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, ოსი ექიმების დასკვნის შემდეგ ე. წ. ჯანდაცვის უწყება ე. წ. საგარეო უწყებას მიმართავს, ეს უკანასკნელი კი, შუამავალ "წითელ ჯვარს".
ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
"წითელმა ჯვარმა" ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მუშაობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.
აფხაზი და ოსი პაციენტების რიცხვის ზრდაზე ქართული მხარეც საუბრობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment