✅
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის
საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს 3-5 წუთიანი ვიდეოფილმების კონკურსს
მოსწავლეებისთვის. ✅
საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან
ერთ-ერთს ან რამდენიმეს. ფილმი უნდა წარმოაჩენდეს, თუ როგორ ესმით
მოსწავლეებს მოცემული საკითხები სკოლაში, როგორც ფორმალური, ასევე,
არაფორმალური განათლების კონტექსტში:
1. სხვა ადამიანების, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება; 2. კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის დაფასება; 3. დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება;
4. კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის,
შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა; 5. პატივისცემა და ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი, განსხვავებული რწმენის, მსოფლმხედველობისა და პრაქტიკისადმი; 6. მოქალაქეობრივი აზროვნება; 7. პასუხისმგებლობა; 8. თავდაჯერებულობა; 9. გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება; 10. დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები; 11. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები; 12. მოსმენის და დაკვირვების უნარ-ჩვევები; 13. ემპათია; 14. მოქნილობა და შეგუების უნარი; 15. ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები; 16. თანამშრომლობის უნარ-ჩვევები; 17. კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები; 18. საკუთარი თავის შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა; 19. ენისა და კომუნიკაციის შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა;
20. მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის,
კულტურათა, რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და
მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული აღქმა.
✅ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პირობები:
❕ საკონკურსო ნამუშევარი შესაძლოა წარმოადგენდეს მოსწავლეების, მოსწავლე-მასწავლებლის ან სკოლის ერთობლივ ნამუშევარს; ❕ ვიდეოს ძირითად სათაურად მითითებული უნდა ჰქონდეს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“; ❕ ვიდეოს ქვესათაურად უნდა ჰქონდეს მითითებული ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ის ეხება; ❕ ვიდეოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი/ავტორები, კლასი, სკოლა; ❕ საკონკურსო ვიდეოს გადაღება შესაძლებელია სმარტფონისა და ტაბლეტის მეშვეობით; ❕ ერთ მოსწავლეს, მოსწავლეთა ჯგუფს შეუძლია რამდენიმე საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენა; ❕ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს/მოსწავლეებს; ❕ საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tpdc.ge ❕ საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2017 წლის 1 ოქტომბერი.
✅ კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო ვიდეოფილმი.
No comments:
Post a Comment