👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ავღანეთში, სამხედრო ბაზასთან ორი ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 40 სამხედრო ემსხვერპლა, - ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეარხი Tolo News იუწყება.„ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო ჯიპებით პროვინცია ყანდაარში, მეივანდის რაიონში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა და სულ მცირე 40 ჯარისკაცი მოკლა“, - იუწყება ტელეარხი.
სამხედრო ბაზაზე შეტევის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
ipn.ge

No comments:
Post a Comment