Saturday, October 21, 2017

Apple-ის მილიონობით კომპიუტერს საფრთხე ემუქრება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს აპლიკაციების შემქმნელი კომპანია Eltima-ს ვებგვერდი ვირუსის გავრცელების მიზნით, რომელსაც Apple-ის მოწყობილობების დაზიანება შეუძლია. მათ შეძლეს ვირუსის დანერგვა პროგრამა Elmedia Player-ის ახალ ვერსიაში, რომელიც მილიონობით Apple-ის კომპიუტერის მთავარი მულტიმედიური საკრავია. ინფორმაციას Bleeping Computer-ი ავრცელებს.

Player-ი დავირუსდა Proton RAT-ის, რომელიც Windows-ის მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილია. პროგრამას შეუძლია ჰაკერებს მოწყობილობასთან შეუზღუდავი წვდომა და პირადი მონაწემების მოპოვების შესაძლებლობა მისცეს: დაწყებული სისტემური პაროლებიდან და VPN-ის კონფიგურაციიდან დამთავრებული ბრაუზერების ისტორიით და კრიპტოვალურის საფულეთა მონაცემებით.

გამოცემის სტატიაში არ წერია, თუ როდის აღმოაჩინეს პრობლემა კომპანია ESET-ის ანტივირუსული სოფტის შემქმნელებმა, მაგრამ 19 ოქტომბერს მათ განაცხადეს, რომ ვებგვერდი და აპლიკაცია მავნე კოდისგან გაწმენდილია. მიუხედავად ამისა, ექსპერტები Apple-ის მომხმარებლებს კომპიუტერების შემოწმებისკენ მოუწოდებენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment