Pages

Friday, October 20, 2017

სააკაშვილი: მიხო არა, მე მიშა ვარ

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მის სახელს ხშირად ამახინჯებენ. მიშას მაგივრად, მას მიხოს უძახიან. ამის შესახებ მან ტელეკომპანია NewsOne-თან ინტერვიუში თქვა. 
"მე მიხო არა, მიშა ვარ. ბავშვობიდან მიშა ვიყავი. უცაბედად რატომ გავხდი მიხო გაურკვეველია. როგორც ჩანს კარიკატურული ქართველის შექმნა უნდათ, რომ ეს ყველაფერი უცნაურად გამოჩნდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ეს კეთდება იმისათვის, რომ ის მარგინალად გამოიყვანონ.  
18 ოქტომბერს, პოლიციამ კიევში რადას შენობასთან მომხდარი შეტაკების დროს დაკავებული 11 აქტივისტი ადმინისტრაციული ოქმების შედგენის შემდეგ გაათავისუფლა. პოლიციამ რადასთან, სადაც მომიტინგეებმა 60 ცალი კარავი დადგეს, 11 აქტივისტი დაპირისპირების დროს დააკავა. 
აქციას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის პარტია და სხვა ოპიზიციური ძალები მართავდნენ. ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტს 3 მთავარი მოთხოვნა წაუყენეს. ესენია: დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმება, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და არჩევნებში მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.
17 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment