👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი ბათუმის 65-ე უბანზე დააფიქსირა. ლაშა კომახიძე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
„ხმა მივეცი უკეთეს ბათუმს, ქალაქის უკეთეს მომავალს საინტერესო და ამბიციურ პროექტებს. იმედი მაქვს ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს ავაშენებთ", - განუცხადა ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment