Pages

Wednesday, October 4, 2017

რუსეთის პრეზიდენტი კატალონიის კრიზისს გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კატალონიის კრიზისს გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება ვლადიმერ პუტინმა რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა, რომელიც კრემლში გაიმართა. ინფორმაციას tass-ი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ შექმნილ კრიზისს დაძლევს.
"ახლა ყველას კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმსა და არსებულ ვითარებას განიხილავს. უნდა ვაღიარო, რომ ესპანეთში განვითრებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებული ვართ. ჩვენ ესპანეთის ბედი გვაღელვებს და არსებულ ვითარებას ძალიან განვიცდით. იმედი გვაქვს, მადრიდი კრიზისის მოგვარებას შეძლებს, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ესპანეთის შიდა საქმეა,“- აღნიშნა პუტინმა.
1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
2 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში, ვერ ჩაატარებს.
კატალონიის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა. 
ესპანეთის მეფემ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით კატალონიის ხელისუფლების ქმედებებს უკანონო და არადემოკრატიული უწოდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment