Saturday, October 21, 2017

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა არჩევნების მიმდინარეობა მცხეთაში შეაფასა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მცხეთაში მეორე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში კორნელია იონკერი. ის ხმის მიცემის პროცესს დაესწრო და დამკვირვებლებს გაესაუბრა.
მეორე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დამკვირვებლების შეფასებით ამომრჩეველთა აქტივობა შეიძლება შეფასდეს, როგორც საშუალო. მცხეთაში სულ 46 უბანია გახსნილი.
ეუთოს სადამკვირვებლო მისია მთელი დღის განმავლობაში დააკვირდება არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით. განცხადებას პროცესის მიმდინარეობის შესახებ მისიის ხელმძღვანელი ხვალ გააკეთებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment