Wednesday, October 18, 2017

ახალი ზელანდიის ბიბლიოთეკიდან წიგნების გაქრობის მიზეზი ამოხსნილი

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოკლენდის (ახალი ზელანდია) ცენტრალური ბიბილიოთეკის თანამშრომლებმა დაადგინეს, რატომ ქრებოდა თაროებიდან წიგნები. ბიბლიოთეკარები მათ სავარძელების ქვეშ ან თაროების უკან ნახულობდნენ და უკვირდათ, როდესაც დაკარგული წიგნი ხანდახან თავის ადგილს უბრუნდებოდა. 
როგორც აღმოჩნდა, წიგნის "ქურდები" უსახლკარო ადამიანები იყვნენ, რომლებსაც აბონიმენტის გაფორმება არ შეუძლიათ. ისინი ბიბლიოთეკაშივე კითხულობდნენ წიგნებს, მალავდნენ მათთვის ცნობილ ადგილას და მეორე დღეს ბრუნდებოდნენ წასაკითხათ. 
მაწანწალების დასახმარებლად, ბიბლიოთეკაში ცალკე განყოფილება შეიქმნა, სადაც მათ შეუძლიათ დატოვონ წიგნები და მოაკითხონ მეორე დღეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment