Wednesday, October 18, 2017

გარდაცვლილი ჯარისკაცის ცოლისადმი ტრამპის მიმართვამ ამერიკელები აღაშფოთა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვებმა, რომელმაც მან გარდაცვლილ ჯარისკაცის მეუღლესთან სატელეფონო საუბრის დროს წარმოსთქვა, ამერიკელები აღაშფოთა. ამის შესახებ The New York Post-ი წერს. 
სერჟანტ დევიდ ჯონსონის ოჯახს ტრამპმა 17 ოქტომბერს დაურეკა. ჯარისკაცის ქვრივთან საუბარი 5 წუთს გრძელდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა მას მწუხარება გამოუთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ "მან იცოდა, რაზე მიდიოდა, მაგრამ ეს მიუხედავად ამისა მტკინვეულია". 
"დემოკრატი" კონგრესმენი ფრედერიკა უილსონის თქმით, ოჯახის წევრები შოკში იყვნენ. მას სურდა, რომ ტელეფონზე თვითონ დაკავშირებოდა, თუმცა ადმინისტრაციამ ამის უფლება აღარ მისცა. 
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ტრამპმა ჯონსონის ქვრივი აატირა, თუმცა თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია "ფაბრიკაციაა". 
ჯონსონი ნიგერში 5 ოქტომბერს დაიღუპა. სავარაუდოდ სამხედროებს თავს ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდა" დაესხა, რომელიც ნიგერსა და მალიში მოქმედებენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment