Saturday, October 21, 2017

რაჭაში ამ დროისთვის დარღვევები არ დაფიქსირებულ

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 440 ამომრჩევლიდან სასურველ კანდიდატს ხმა 24 % - მა მისცა. ონის მუნიციპალიტეტში მერობისთვის "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იბრძვიან.
ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში სულ 11528 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილია 37 უბანი. საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დრომდე არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment