Pages

Monday, November 20, 2017

ხვალიდან 24 ნოემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში - თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. 
 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი (ზოგან ძლიერი), დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი და ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი. 

სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ipn.ge
 

No comments:

Post a Comment