Pages

Thursday, November 23, 2017

"ბავშვის დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ..." - დაღუპულ სპეცრაზმელს 28 წლის მეუღლე და ორი შვილი დარჩა

 გაბრიელ სალოსის ქუჩაზესპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცრაზმელი, 42 წლის ვანო გოლოშვილია. იგი 42 წლის 9 დეკემბერს გახდებოდა. 

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, გოლოშვილი დუშეთიდან არის, სოფელ მილისწყაროდან. მას 28 წლის მეუღლე, თამუნა ხელაია და 2 შვილი დარჩა - 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.

"30 ნოემბერს მარიამის დაბადების დღეა, აღსანიშნავად ემზადებოდნენ..." - ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი. 

ოჯახის შემოსავლის წყარო ვანო გოლოშვილის ხელფასი იყო. დაღუპულის ოჯახს თბილისში არც ბინა აქვს და როგორც ცნობილია, გოლოშვილები დედაქალაქში ქირით ცხოვრობდნენ. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დაღუპული სპეცრაზმელის ძმა, აფხაზეთის ომში დაიღუპა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვანო გოლოშვილს ორი დედმამიშვილი ჰყავს, და და ძმა, ორივე ცოცხალია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გოლოშვილის ნათესავებმა ჯერჯერობით, არ იციან, როდის და სად დაკრძალავენ გარდაცვლილ სპეცრაზმელს.

ვანო გოლოშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა, ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თინათინ კაკიაშვილი
AMBEBI.GE

No comments:

Post a Comment