Pages

Thursday, November 23, 2017

აშშ-ში სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით პირს 472 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აშშ-ში კოლორადოს შტატის სასამართლომ სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით ბროკ ფრანკლინს 472 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. 
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ისტორიაში ეს არის პატიმრობის ყველაზე ხანგრძლივი ვადა. სასამართლოზე წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ფრანკლინი ქალებსა და არასრუწლოვან გოგოებს პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულს 30-მდე ეპიზოდში ადანაშაულებდნენ.
გამოძიება დაკავებულისთვის 616 წლით პატიმრობის აღკვეთას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ საბოლოოდ, ფრანკლინს 472 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment