Pages

Thursday, November 30, 2017

გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 50 პირი დააკავეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში  
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს, თურქეთის 11 პროვინციაში 50 პირი დააკავეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არიან სახემდრო პირები. 66 პირის დაკავებაზე ორდერები ესკიშეჰირის პროვინციის პროკურატურამ გასცა. 
29 ნოემბერს თურქეთის სასამართლომ 2016 წლის 15 ივლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 28 სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას.  მოძრაობა "ჰიზმეტის" ლიდერი ბრალდებას უარყოფს.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში  

No comments:

Post a Comment