Pages

Tuesday, November 21, 2017

თბილისის 7 საჯარო სკოლაში დირექტორის ვაკანსია გამოცხადდა – სია


სერტიფიცირებული დირექტორობის მსურველთათვის დედაქალაქის 7 საჯარო სკოლაში დირექტორის ვაკანსია გამოცხადდა. ცამონათვალში არის 67-ე საჯარო სკოლაც, სადაც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დირექტორი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეს ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპია. დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge.
დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონულად შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვრა – 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელების შეცვლის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 04 დეკემბერი.
იხილეთ ასარჩევი საჯარო სკოლების სია
კონკურსანტებს საშუალება აქვთ აირჩიონ 3 საჯარო სკოლა.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფოტოსურათი
  • სამოტივაციო წერილი 
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment