Pages

Monday, November 20, 2017

საკონსტიტუციოს 8 მოსამართლემ 9 თვეში 806632 ლარი მიიღო

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლომ თავმჯდომარესა და 8 მოსამართლეზე  494 100 ლარის თანამდებობრივი სარგო, 222 382 ლარის დანამატი და 90 150 ლარის პრემია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი უწყებისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, ყველაზე დიდი – 27 350 ლარის ოდენობის პრემია მარტში გაიცა. 
სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს, თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 100 365 ლარი აქვს აღებული. აქედან, თავაძემ პრემია მხოლოდ ორჯერ, თებერვალსა და მარტში – 7 000 ლარისა და 3 500 ლარის ოდენობით მიიღო. რაც შეეხება დანამატს, ის, ყოველთვიურად 2 985 ლარს იღებს. მისი ყოველთვიური ხელფასი კი 7 000 ლარია.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment