Pages

Sunday, November 26, 2017

ლოს ანჯელესში ქურდებმა საწყობიდან 9000 ბოთლი არაყი მოიპარეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კალიფორნიის პოლიცია სამ ადამიანს ეძებს, რომლებიც ლოს ანჯელესში ერთ-ერთი საწარმოს საწყობიდან 9000 ბოთლი (6 800ლიტრი) არაყის ქურდობაშია ეჭვმიტანილები. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ქურდობამდე რამდენიმე დღით ადრე ვიდეოკამერებმა რამდენიმე უცნობი პირი დააფიქსირეს, რომლებმაც საწარმოს ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაძვრა ერთ-ერთი მათგანი ღობეზე, თუმცა იმ ღამით საწარმოდან არაფერი დაკარგულა.
სამი კვირის შემდეგ კი ქურდებმა მთელი საწარმო პირწმინდად გაქურდეს და იქ მხოლოდ ცარიელი ყუთები და დამტვრეული ბოთლები დატოვეს.
პოლიციას სხვა მტკიცებულება, რომ ქურდები და ვიდეოკამერაზე აღბეჭდილი პირები ერთი და იგივე პირები არიან, არ აქვს.
ქურდებმა კომპანია 280 000 დოლარის ზარალი მიაყენეს. საწარმოს მფლობელი ამბობს, რომ მათ ახლა აღარ შეუძლიათ მაღაზიებში გასაყიდად წინასაახალწლოდ არაყი შეიტანონ.
პოლიციას არ აქვს ვერსია, თუ როგორ შეძლეს ქურდებმა ერთ ჯერზე 9 000-მდე ბოთლი გაეტანათ.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment