Pages

Thursday, November 30, 2017

ზუგდიდში გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედა ექიმის დასჯას ითხოვს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის წინ 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედა საპროტესტო აქციას მართავს. მისი მთავარი მოთხოვნაა დაისაჯოს ექიმი, რომელიც მის შვილს მკურნალობდა და არასწორი დიაგნოზი დაუსვა. 
ცირგაიას ოჯახის წევრებმა აქცია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ეზოში რამდენჯერმე გამართეს. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათი ცნობით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი ბინაზე გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის შემდეგ დამძიმდა, რის შემდეგაც პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ცირგაია გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment