Pages

Monday, November 27, 2017

ჭუბერში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ამ წუთებში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასა და სოფელში ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ჭუბერი-ხაიშისა და ჭუბერი მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციას ჭუბერის საკრებულოს წევრი ზაზა ვიბლიანი შეუერთდა, რომელიც პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისთვის 
დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყანა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან საატრულო პოლიციისა და მესტიის პოლიციის თანამშრომლები
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment