Pages

Tuesday, November 21, 2017

ზაფხულში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენა გაზაფხულიდან დაიწყება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების ადგილზე ტყის საფარის აღდგენა 2018 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ თქვა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
გვაზავს განცხადებით, ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელმა კომისიამ საველე სამუშაოები უკვე დაასრულა და კომისიის რეკომენდაციაა სამუშაოები არა ამ შემოდგომას, არამედ გაზაფხულზე დაიწყოს.
რაც შეეხება ხანძრების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას, რიცხვი ჯერ ისევ ზუსტდება.
კომისიის ცნობით, ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა.
27 ოქტომბრის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე 2 174 000 ლარია ჩარიცხული
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment