👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პოლონეთის მთავრობამ კომპანია Centrica LNG-თან ბუნებრივი აირის შეტანაზე კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ბუნებრივ აირს პოლონეთი აშშ-დან ხუთის წლის განმავლობაში მიიღებს. ინფორმაციას პოლონური კომპანია ავრცელებს.
ხელშეკრულების მიხედვით, ბუნებრივი აირი არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებებსაც მიეწოდებათ. ამ გადაწყვეტილებას პოლონეთი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებით ხსნის. პოლონეთი ამ დრომდე მხოლოდ რუსულ გაზს იღებდა.
ჯერ კიდევ ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთსა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებს ბუნებრივი აირის მიწოდებაში დაეხმარებოდა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment