Pages

Monday, November 27, 2017

უმარ იდიგოვს საედ დუდაევის ტერორისტებთან კავშირის არ სჯერა


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევი, რომელიც სპეცოპერაციის დროს აიყვანეს, სამართალდამცველებს შეცდომით ჰყავთ დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო ipn-იწერს.
უმარ იდიგოვი ამბობს, რომ საედ დუდაევი მისი ნათესავია და რომ მას ტერორისტებთან კავშირი არ აქვს. 
"საედ დუდაევი არაფერში არ იყო ჩართული. იმ ბინას, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენადაც ვიცი, ჩეჩენ ოჯახზე აქირავებდნენ და ეს ოჯახი იყო დუდაევის. ჩამოდიოდნენ საქართველოში და საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ, მანქანების ნაწილების ბიზნესი. ის ადამიანი შეცდომით ჰყავთ დაკავებული. თუ გახსოვთ ამ ბინაში ადრე ვინც ცხოვრობდა, ისინიც ჰყავდათ დაკავებული. მას ტერორიზმთან არასდროს არ ჰქონია კავშირი. იმ ბინაში ვინც ცხოვრობდა იმათგან, არავის არ იცნობდა. თუ იცნობდა, მაშინ მათთან ერთად იბრძოლებდა და ალბათ, დაიღუპებოდა კიდეც", - განაცხადა უმარ იდიგოვმა. 
უმარ იდიგოვი აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებითაც ლაპარაკობს და ამბობს, რომ მას ორი თვის წინ დაუკავშირდნენ. როგროც იდიგოვი განმარტავს, სატელეფონო საუბარში აჰმედ ჩატაევის წარმომადგენლებემა უთხრეს, რომ ჩატაევს საქართველოში ჩამოსვლა სურდა.
"ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას. მე მომმართეს მისმა წარმომადგენლებმა, დაახლოებით 2 თვის წინ და მითხრეს, რომ უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ამის შანსი არ არისთქო. ადამიანი საერთაშორისო ძებნილია ინტერპოლით და საქართველო ჩეჩნების გამო ბეწვის ხიდზეა ისედაც. ამიტომ შევუთვალე, რომ აქ ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა", - თქვა იდიგოვმა. 
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში 21-22 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს დაკავებული საედ დუდაევია. გუშინ "იმედის კვირაში" ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაციის დროს ადამიანმა, რომელმაც თავი აიფეთქა, სავარაუდოდ აჰმედ ჩატაევია.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment