Pages

Sunday, November 19, 2017

დღეს სასამართლო ჩაბუქის სარჩელს განიხილავს



👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელს განიხილავს, რომელშიც ის დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას მისთვის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს.
ჩაბუქის სარჩელის არსებითი განხილვა 16 ნოემბერს დაიწყო. 
დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 2 აგვისტოს დაკავებულის ადვოკატებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი გაასაჩივრეს, რომლის საფუძველზეც ჩაბუქს და მის ოჯახის წევრებს, მათ შორის ორ მცირეწლოვან შვილს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. შესაბამისი საჩივრით ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს.
სარჩელის შესაგებლის თანახმად, დევნილთა სამინისტრო პირველ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი სრულიად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაბათილების საფუძველი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment