Pages

Tuesday, November 28, 2017

როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შობის მარხვა ახლოვდება: 28 ნოემბერიდან - 7-იანვრამდე მართლმადიდებლები უარს ამბობენ ცხოველურ პროდუქტებზე და მხოლოდ მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან. ხშირად მემარხულეებს შორის არიან შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მქონე პაციენტები, რომლებსაც ხშირად მარხვაზე არა მარტო მოძღვრისგან სჭირდებათ კურთხევის აღება, ასევე აინტერესებთ ექიმის რეკომენდაციებიც, თუ როგორი უნდა იყოს მარხვის პერიოდში მათი კვების რეჟიმი.

როგორ ვიკვებოთ მარხვაში ისე, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ, ამ თემაზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება: 


-0:12
არა მარტო მარხვის პერიოდში, კვება სხვა დროსაც უნდა იყოს ჯანსაღი, რაციონალური. სწორი კვება არ ეწინააღმდეგება მარხვის პრინციპებს... თუმცა პაციენტებს, მარხვის პერიო👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეშიდში, ხშირ შემთხვევაში, უჩნდებათ კითხვა, - მარხვაშიც უნდა დაიცვან დიეტა? 
დიეტა ჯანსაღი კვებაა, რაც ცხოვრების ნებსნიერ ეტაპზე, შესაძლებელია და, რა თქმა უნდა, მარხვის პირობებშიც. 

ბოლო დროს ბევრი ე.წ. სამარხვო პროდუქტი შემოვიდა, რომლებიც სხვადასხვა ცხიმით, სხვადასხვა ტიპის დანამატით, კონსერვანტითაა გაჯერებული, რომელთა მიღება ადამინებისთვის მიზანშეწონილი არ არის - თუნდაც ეს იყოს სამარხვო კარაქი, ყველი და ა.შ. ისინი მცენარეულ ზეთებზეა დამზადებული, სამწუხაროდ, ამ პროდუქტების დასამზადებლად ძირითადად, პალმის ცხიმი გამოიყენება, რაც საბოლოო ჯამში კარცეროგენული ნივთიერებაა, არადა, ადამიანები, მარხვის პერიოდში, სწორედ ამ პროდუქტებს იღებენ... 

რა არის მარხვა? სასულიერო სწავლებაში ძალიან რომ არ გადავიჭრათ, მარხვა, გარკვეულ სურვილზე, სიამოვნებაზე უარის თქმაა იმისთვის, რომ სული იყოს რწმენით სავსე... მაგრამ თუ სამარხვო ნამცხვარს, ყველს, კარაქს მივირთმევთ, - მაშინ სად არის მარხვის პრინციპი? მარხვა გარდა იმისა, რომ სულის გაწმენდას ემსახურება, გარკვეულწილად, ორგანიზმის განწმენდა-გაჯანსაღებაც არის... 
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment