Pages

Friday, November 24, 2017

დღეს ექსპერტები იმ კორპუსს შეისწავლიან, რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტებმა გაბრიელ სალოსის გამზირზე იმ კორპუსის ნაწილი, კერძოდ, პირველი და მეორე სადარბაზო შეისწავლეს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. ექსპერტების თქმით, მესამე სადარბაზოს შესწავლა, სადაც უშუალოდ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, დღეს იგეგმება. მათივე განცხადებით, პირველ და მეორე სადარბაზოში ცხოვრება საფრთხის შემცველი არ არის. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
სადარბაზო, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნე იყო, ჯერჯერობით მცხოვრებლებისა და მედიისთვის ისევ დაკეტილია.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment